• ჩვენ შესახებ

 

 

ხელოვნებისა და სამართლის ინსტიტუტი (ALI) დაარსდა 2017 წლის 22 თებერვალს. ორგანიზაცია საქმიანობას იწყებს პროგრამით - „ სამართალი ხელოვნებისთვის და ხელოვნება სამართლისათვის“, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან პროექტებს, ღონისძიებებსა თუ აქტივობებს. ვფიქრობთ, აღნიშნული მოქმედებების განსახორციელებლად, აუცილებელი წინაპირობაა ჩატარდეს კვლევა რამდენიმე მიმართულებით. შესაბამისად, პირველ ეტაპზე ALI აწარმოებს კვლევებს, რომელთა შედეგებს წარმოგიდგენთ შედეგების დამუშავებისთანავე.

 

ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ:
 
მისია
 
ხელოვნებისა და სამართლის ინსტიტუტი იკვლევს ხელოვნების სფეროში არსებულ სამართლებრივ პრობლემებს საქართველოში, ხელს უწყობს მათ აღმოფხვრას, ეხმარება არტისტებსა და არტ მენეჯერებს ზემოთ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტაში. ასევე, ორგანიზაცია ხელს უწყობს ხელოვნების განვითარებას საქართველოში.
 
ხედვა
 
ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელშიც დაცული იქნება ყველა არტისტის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება. ასევე, ჩვენ გვსურს გავზარდოთ ხელოვნების როლი და მნიშვნელობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რადგან გვჯერა რომ სწორედ ეს უკანასკნელია იმ ძირითადი ფასეულობების მტკიცე გარანტი, რომლისკენაც მიისწრაფვის ცივილიზებული სამყარო.
 
მიზნები
 
ხელოვნებისა და სამართლის ინსტიტუტის მიზანია:
 
* გამოავლინოს ხელოვნების სფეროში არსებული სამართლებრივი პრობლემები და ხელი შეუწყოს მათ აღმოფხვრას.
* გაუწიოს სამართლებრივი დახმარება არტისტებს, არტ მენეჯერებს.
* არტ ადვოკატირების საშუალებით გაზარდოს ხელოვნების როლი და მნიშვნელობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
* ხელი შეუწყოს ხელოვნების განვითარებას საქართველოში.