• კონსულტაცია

„ხელოვნებისა და სამართლის ინსტიტუტი“ (ALI) გთავაზობთ საადვოკატო და უფასო საკონსულტაციო მომსახურებას  სამართლებრივ საკითხებზე ხელოვნების სფეროში. ჩვენ ვიცავთ ხელოვანთა უფლებებსა და ინტერესებს როგორც კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში, ასევე ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე.

 

ჩვენ ვუზრუნველვყოფთ:

 

• წარმომადგენლობას ყველა ინსტანციის სასამართლოში;

• წარმომადგენლობას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

• იურიდიული მნიშვნელობის დასკვნების მომზადებას.

 

ჩვენ გაგიწევთ ამომწურავ სამართლებრივ კონსულტაციებს და სრულ იურიდიულ მომსახურებას ინტელექტუალური სამართლის სფეროებში, კონტრაქტებთან, გამოხატვის თავისუფლებასთან, საგადასახადო და სამეწარმეო საკითხებთან დაკავშირებით.

 

„ხელოვნებისა და სამართლის ინსტიტუტის“ ამოცანაა უზრუნველყოს თითოეული ხელოვანი, არტ მენეჯერი თუ კულტურის ორგანიზაცია მაქსიმალურად მოქნილი მომსახურებით, მათი მოთხოვნებისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

 

იურიდიულ დახმარებას გაგიწევთ ხელოვნებისა და სამართლის ინსტიტუტის იურისტი, არტ მენეჯერი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ანასტასია ინასარიძე

 

ელ.ფოსტა: anastasia.inasaridze@gmail.com

 

მობ.: 593 741222