2017-04-08

  • ფრანც კაფკას ქეისი
2016 წლის აგვისტოში ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაასრულა ხანგრძლივი სარჩელი, რომელიც ეხებოდა ფრანც კაფკას ხელნაწერების საკუთრების საკითხს. სასამართლომ აღნიშნული ხელნაწერები ისრაელის ეროვნული ბიბლიოთეკას მიაკუთვნა.
ისტორიული ცნობებით, ფრანც კაფკამ მეგობარს - მაქს ბროდის დაავალა გარდაცვალების შემდეგ მისი ხელნაწერების დაწვა. თუმცა, მეგობარმა თხოვნა არ გაითვალისწინა და 1939 წელს, როდესაც ნაცისტების შემოსევის გამო დატოვა ჩეხოსლოვაკია ხელნაწერები თან წაიღო. 1968 წელს, მაქს ბროდმა ნაშრომები დაუტოვა თავის მდივანს - ესტერ ხოფს და დაავალა მისი გარდაცვალების შემდეგ მათი "იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის, თელ-ავივის მუნიციპალური ბიბლიოთეკისთვის“ გადაცემა.
ესტერ ხოფმა არ გაითვალისწინა მაქს ბროდის თხოვნა. მან 1988 წელს აუქციონზე გაყიდა ფრანც კაფკას „პროცესი“- ის ორიგინალი ხელნაწერი 1 მილიონ ფუნტ სტერლინგად. დანარჩენი ხელნაწერები კი, მისი გარდაცვალების შემდეგ ხელში ჩაიგდეს ესტერის ქალიშვილებმა - ევა ხოფმა და რუტი ვისლერმა.
ისრაელის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შეიტანა სარჩელი, რომელშიც აღნიშნული გახლდათ, რომ ხელნაწერები წარმოადგენდა ბიბლიოთეკის საკუთრებას, რადგან ასეთი იყო მაქს ბროდის უკანასკნელი ნება.
 

Franz Kafka. Illustration by Ayala Tal