2017-04-08

  • როგორ დავიცვათ ჩვენი შემოქმედება ინტერნეტ სივრცეში?
ხელოვანისათვის ინტერნეტი არაჩვეულებრივი საშუალებაა ატვირთოს საკუთარი ნამუშევრები და გაუზიაროს მსოფლიოს მინიმალური დანახარჯებით, ან სრულიად უფასოდ. თუმცა, ინტერნეტ მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია უკანონოდ ჩამოტვირთოს ან დააკოპიროს თქვენი ნამუშევრები, თქვენივე ნებართვის გარეშე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაიცვათ თქვენი შემოქმედება (ლიტერატურული ნაწარმოები, ფოტო, ნახატი, მუსიკა და ა.შ.), რომელსაც განათავსებთ ინტერნეტში.
 
საავტორო უფლებები, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია იმ უფლებებს შორის, რაც თქვენ გაგაჩნიათ ხელოვნების ნებისმიერ დარგში მუშაობისას, რადგან:
 
1. იცავს თქვენს ნამუშევრებს სხვა პირების მიერ უნებართვოდ გამოყენებისაგან
2. საშუალებას გაძლევთ თქვენი შემოქმედებით მიიღოთ შემოსავალი
 
ყოველდღიურად, საკმაოდ ბევრი ადამიანი ეწევა ე.წ. ციფრულ მეკობრეობას. სამწუხაროდ, ციფრული ტექნიკის გამოყენებით ადამიანები ძალიან ადვილად ამზადებენ ასლებს და გამოიყენებენ ავტორის ნებართვის გარეშე.
 
დაიცავით თქვენი ნამუშევრები!!!
 
არსებობს გზები, რომლებიც გაძლევთ საშუალებას დაიცვათ თქვენი შემოქმედება სხვა პირების მიერ უკანონო გამოყენებისაგან.
 
ვიზუალური ხელოვნების დასაცავად:
 
დაადეთ გამოსახულებას ე.წ. ხილვადი წყლის ლაქები (visible watermarks), გამოსახულება ატვირტეთ დაბალი რეზოლუციით - არაუმეტეს 72dpi, დაადეთ საავტორო უფლებების დამცავი ნიშანი (C) თქვენი სახელი, გვარი და წელი. მიუთითეთ ელ. ფოსტა და შეატყობინეთ მომხმარებელს, რომ შესაძლებელია ნამუშევრის მაღალი ხარისხით შეძენა.
მუსიკალური ნაწარმოებების დასაცავად:
ატვირთეთ მუსიკალური ნაწარმოები დაბალი ხარისხით ე.წ. ციფრული ხილვადი ლაქებით - არაუმეტეს 49 კილობაიტი წამში. მიუთითეთ საავტორო უფლებების დამცავი ნიშანი (C) თქვენი სახელი, გვარი, წელი, ელ. ფოსტა და შეატყობინეთ მომხმარებელს, რომ შესაძლებელია ნამუშევრის მაღალი ხარისხით შეძენა.
 
ფილმებისა და ვიდეო გამოსახულებების დასაცავად:
 
ატვირთეთ ვიდეო დაბალი ხარისხით ე.წ. ციფრული ანაბეჭდებით - არაუმეტეს 151 კილობაიტი წამში ვიდეოსათვის, 49 კილობაიტი წამში - ხმისთვის. მიუთითეთ საავტორო უფლებების დამცავი ნიშანი (C) თქვენი სახელი, გვარი, წელი, ელ. ფოსტა და შეატყობინეთ მომხმარებელს, რომ შესაძლებელია ნამუშევრის მაღალი ხარისხით შეძენა.
 
ლიტერატურული ნაწარმოების დასაცავად:
 
აკრძალეთ თქვენს ვებ გვერდზე კოპირება კლავიშით Ctrl+C, მიუთითეთ საავტორო უფლებების დამცავი ნიშანი (C) თქვენი სახელი, გვარი, წელი, ელ. ფოსტა და შეატყობინეთ მომხმარებელს, რომ ტექსტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ავტორთან შეთანხმებით.
 
და ბოლოს, დარწმუნდით რომ ადამიანებმა იციან ვინ არის თქვენს შემოქმედებაზე საავტორო უფლების მფლობელი და როგორ შეუძლიათ გამოიყენენ იგი. გამოიყენეთ საძიებო სისტემა, შეიტყვეთ ხომ არ ირღვევა თქვენი საავტორო უფლებები?