2017-04-08

  • სტივენ კინგის ქეისი

2011 წლის 10 აგვისტოს, ჯორჯიას შტატის ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი ავტორის - სტივენ კინგის წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა მწერლის რომანს „დიუმის კუნძული“.

 
მწერალ როდ მარქუარდტის სარჩელზე სტივენ კინგისა და გამომცემლობა „Simon & Schuster Global Services Inc“ - ის წინააღმდეგ, რაიონული სასამართლოს მოსამართლემ - ჯული კარნესმა განაცხადა, რომ კინგის რომანსა და მარქუარდტის წიგნს „კელერის გამოქვაბული“ - ს შორის არ არსებობს მნიშვნელოვანი მსგავსება. „კელერის გამოქვაბული“ და „დიუმის კუნძული“ განსხვავდება ერთმანეთისაგან სიუჟეტებით, პერსონაჟებით, თხრობის სტილით, ხასიათითა და რიტმით, რის გამოც მათ შორის ვერ იარსებებს მნიშვნელოვანი მსგავსება, რაც შესამჩნევი იქნება მკითხველისათვის“ - განაცხადა მან.
 
მარქუარდტი სარჩელში წერდა, რომ 2002 წელს მან კინგს გაუგზავნა „კელერის გამოქვაბულის“ ასლი იმ იმედით, რომ კინგი წაიკითხავდა რომანს და დაწერდა რეცეზიას წიგნის უკანა ყდაზე წასამძღვარებლად. მაგრამ გამომცემლობა „Simon & Schuster“ - მა მალევე დაუბრუნა რომანი ავტორს და აცნობა, რომ კინგს არ სურდა რეცენზიის დაწერა. „დიუმის კუნძული“- ს წაკითხვის შემდეგ, მარქუარდტმა აღმოაჩინა რომ კინგის ახალი რომანის გარკვეული ელემენტები მსგავსია „კელერის გამოქვაბული“- სა და კინგმა დააკოპირა მისი ნამუშევარი, რადგან ორივე რომანში მოქმედ გმირს უჩნდება ზებუნებრივი ძალა მას შემდეგ, რაც ფერწერით ინტერესდება.
 
სტივენ კინგმა უარყო როდ მარქუარდტის პრეტენზია. მან განაცხადა, რომ მსგავსება ამ ორ ნამუშევარს შორის არის მხოლოდ აბსტრაქტული იდეა და შემთხვევითი დამთხვევები, რომლებიც გვხვდებიან განსხვავებულ კონტექსტებში. საავტორო უფლებებით კი არც ერთი მათგანი არ არის დაცული.
 
მოსამართლე კარნესი კი მოხსენებაში წერს, რომ განსხვავებები ამ ორ რომანს შორის თვალშისაცემია, რადგან ორივე ავტორს აქვს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წერის სტილი:
 
„როდ მარქუარდტის რომანი - „კელერის გამოქვაბული“ გახლავთ შეუდარებელი მონათხრობი მკაფიო, პირდაპირი ლიტერატურული ხერხებით და გზავნილებით, რომლებიც ისე გამოირჩევიან როგორც მოგიზგიზე ჯვარი წიგნის გარეკანზე. პერსონაჟის მინიმალური განვითარება, მოკლე თავები და სტანდარტული სიუჟეტი ზედმეტი გადახვევების გარეშე, საშუალებას აძლევს ავტორს 254 გვერდიანი მოთხრობა სწრაფად წაიყვანოს დასასრულისკენ. მეორეს მხრივ, სტივენ კინგის „დიუმის კუნძული“ გახლავთ ნამუშევარი, რომელიც იწვევს დაძაბულობას, შიშს და საიდუმლო გზებით გვაცნობს მთავარი გმირის ფსიქოლოგიას.
 
მიუხედავად იმისა, რომ ორივე რომანი მოგვითხრობს „საიდუმლო, საშიში ფერწერის ნიჭის“ შესახებ, ორივე ავტორი აზრს გადმოსცემს სრულიად განსხვავებული გზებით. ორივე ნამუშვარი გახლავთ ჰორორის ჟანრის რომანი, სადაც ზებუნებრივი ძალა გავლენას ახდენს მთავარი გმირის ხელოვნებაზე. იდეა არ არის რომანი, შესაბამისად არც საავტორო უფლებებითაა დაცული. მითუმეტეს, სრულიად განსხვავებული კონტექსტით, პერსონაჟებით, რომლებიც თავის მხრივ, ემსახურებიან სრულიად განსხვავებულ მიზნებს. სასამართლომ ძალიან საფუძვლიანად და ღრმად გააანალიზა ორივე რომანის შინაარსი და დაასკვნა, რომ ორივე ნამუშევარი გახლავთ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ნაწარმოებები. “ - წერს მოსამართლე ჯული კარნესი მოხსენებაში.
 
Stephen King - Illustration by Roberto Parada