2017-04-05

  • © „99 ხინკალი“ - საავტორო უფლების უხეშად დარღვევის ფაქტი
არტისტმა გიორგი გაგოშიძემ (Gagosh) გაავრცელა ინფორმაცია საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ, რომელიც ეხება მის მოზაიკას „99 ხინკალი“ (განთავსებულია DIVExFabrika-ში).
კომპანია „Kargi Gogo“-ს ვებ გვერდზე www.kargigogo.com გაყიდვაშია ზემოთ აღნიშნული ნამუშევრის გამოსახულებით დაპრინტული პროდუქცია: ბალიშები, ჩანთები, ელასტიკები, მობილურის დამცავები და პოსტერები.
კომპანიას არ მიუმართავს ავტორისათვის „99 ხინკალის“ გამოყენებისთვის ნებართვის ასაღებად. არტისტის განცხადებით, გარდა საავტორო უფლების უხეში დარღვევისა, ამ ფაქტით იკარგება ნამუშევრის ძირითადი იდეის არსი, რადგან „99 ხინკალი“ თავისი შინაარსით ეხმაურება ცნობილ ქართულ ხუმრობას.