2017-04-23

  • წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე

ხელოვნებისა და სამართლის ინსტიტუტი გილოცავთ წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს!

 

1995 წლის 15 ნოემბერს იუნესკოს (UNESCO) გენერალურმა კონფერენციამ 23 აპრილი ოფიციალურად დაასახელა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ (World Book and Copyright Day). ეს თარიღი შემთხვევით არ შეირჩა. ამ დღეს ლიტერატურის ისტორიაში სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ 23 აპრილს გარდაიცვალნენ უილიამ შექსპირი, მიგელ დე სერვანტესი და ინკა გარსილასო დე ლა ­ვეგა.

 

საქართველო იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნისა და საავტორო უფლებების დღე აღინიშნება 2003 წელს შეუერთდა.

 

იხილეთ ხელოვნებისა და სამართლის ინსტიტუტის მიერ მომზადებული ანგარიში - კვლევა საავტორო უფლებების შესახებ