2017-05-15

  • კვლევა საავტორო უფლებების შესახებ (2017)

მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს კვლევის ანგარიშს, რომელიც მომზადდა ხელოვნებისა და სამართლის ინსტიტუტის (ALI) პროგრამის  - „სამართალი ხელოვნებისთვის და ხელოვნება სამართლისათვის“ ფარგლებში. 

 
ანგარიში წარმოადგენს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგების ანალიზს, ხელოვნების სფეროში საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტებზე საქართველოში. კვლევა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებების დამრღვევი სუბიექტების სტატუსის იდენტიფიცირებას. 
 
რაოდენობრივმა და თვისებრივმა კვლევამ მოიცვა საქართველოს დედაქალაქი - თბილისი.
 
კვლევა მიმდინარეობდა 2017 წლის თებერვლიდან მარტამდე. გამოიკითხა ხელოვნების სფეროში მოღვაწე 150 არტისტი.
 
თავდაპირველად ანგარიშში წარმოდგენილია კვლევის მიზნები, ამოცანები და კვლევის დიზაინი. ანგარიშის ძირითადი ნაწილი ეთმობა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგების მიმოხილვას. ანგარიშის ბოლოს კი წარმოდგენილია კვლევის ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები.