2017-06-09

  • სამართალდამცავებმა ჰიპ-ჰოპ პროექტის „Birja Mafia“-ს წევრები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა Birja Mafia-ს წევრების პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA, ხოლო კიდევ ერთი პირის პირადი ჩხრეკისას იგივე ნივთიერება, რომლის ოდენობაც 2,3342 გრამია.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

 

ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიას“ ბოლო კლიპს უკავშირებს მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავებას ოჯახის ახლობელი. მისი ინფორმაციით, დაკავების წინა დღეს გიორგი ქებურიას შსს-დან დაურეკეს და კლიპის აღება მოსთხოვეს, რაზეც ჯგუფის წევრებმა უარი განაცხადეს და მხოლოდ პოლიციელი დაფარეს (ე.წ. ბლარის ეფექტით). 

 

საქართველოს მოქალაქეები პეტიციით მიმართავენ საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტსა და მთავარ პროკურატურას და პაროდიულ-სატირული პროექტის "ბირჟა მაფიის" წევრების გათავისუფლებას მოითხოვენ.