2017-06-09

  • „ბირჟა მაფია“- ს წევრებს სამსამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

დაკავებულ რეპერებს დღეს სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არტისტი დაკავებას საკუთარ შემოქმედებას, კერძოდ, „ბირჟა მაფია“ - ს იმ კლიპს უკავშირებს, სადაც პოლიციელი იყო გაშარჟებული. 

 

„მე ვარ რეპერი, იანგ მაიკი. იანგ მაიკი არ არის პერსონაჟი, რომელსაც რამე შენხებლობა აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებთან, რეპი არის მუსიკალური მიმდინარეობა, ჩვენთვის საინტერესო გამოხატვის ეს ფორმა მე მოვიფიქრე, აქტუალურ თემაზე ჯგუფი „ბირჟა მაფია“.

 

ერთია ჯგუფის პერონაჟი იანგ მაიკი და მეორე მისი შემსრულებელი. ჩვენ ვმღერით კომედიურ ჟანრში, ქუჩურ პრობლემებზე, გადავწყვიტეთ ერთ-ერთი სიმღერით გაგვეშარჟებინა პოლიცია, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა აგრესია. ამის სრული უფლება მაქვს და მიმაჩნდა, რომ ეს იყო შარჟი. დიდხანს ქუჩის ბიჭების შარჟს ვაკეთებდი და მათი მხრიდან არ მოჰყოლია აგრესია. დავფარე პოლიციელი მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ პოლიციელებისგან მოდიოდა  საშიშროება, ვიფიქრეთ, რომ ეს საკმარისი,იყო.

 

არანაირი შეხება არ მაქვს პილიციასთან. მეორე დღეს, 7 ივნისს წავედი „მაესტროში“, სამსახურში, გადაცემის პროდიუსერი ვარ, ზურაბ ნაყეურსაც ვესაუბრე, შემდეგ გადავედი „იმედში“ მეგობართან; ვსაუბრობდით, მერე დავემშვიდობე; ვაპირებდი რეპში შეჯიბრებისთვის მომზადებას და, როცა გამოვდიოდი „იმედიდან“ ჩემი მიმართულებით მოდიოდა ორი ანერვიულებული საშუალი ასაკის მამაკაცი, მკითხეს ვინაობა, ვუპასუხე და ნაშინვე დამიწყეს ხელების გადაგრეხვა და ჩამაგდეს მანქანაში, მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

შემდეგ მითხრეს რომ მოვიოდა დეტექტივი, მოვიდა, ჩაჯდა წინ, შემაგინა, თავშიც ჩამარტყა, მერე თქვა რომ გავეჩხრიკე, დაიწყეს ჩემი ვხრეკა, ტელეფონი წამართვეს, ამომიღეს საფულე, სადაც მედო 60 თუ 40 ლარი, ბანკის ბარათი, და ჩიპი, უკან მედო ხელშეკრულება, ამოიღეს და ამოაყოლეს რაღაც ქაღალდი, დაკუჭული, გახსნეს და იქ რაღაც ფერადი შეფერილიბის ტაბლეტები იყო, ვუთხარი რომ ჩემი არ არის.  გადამიყვანეს კაპაზეში, მითხრეს რომ რაც ჩაიდე ამისთვის 200 არიანი ჯარიმა გეკისრება მაგრამ ვიღაც ძალიან გააღიზიანეო, გადამიყვანეს რაღაც ოთახში სადაც დამხვდნენ გინებით, რომ აი ვისაც არ უყვარს პოლიციელი.  არ მალავდნენ რომ ამ კლიპზე იყო საუბარი, მკითხეს შენ ხარ ავტორიო  და ვუთხარი რომ კი, შემეშალა. მეუბნებიდნენ რომ მეღიარებინა, რომ მეთქვა რომ ჩემი იყო ნარკოტიკი და მოხმარებისთვის მინდოდა." - განაცხადა პროცესზე მიშკა მგალობლიშვილმა. 

წყარო: http://liberali.ge/news/view/29825/dakavebuli-reperi-mirtyamdnen-tavshi-maidzulebdnen-aghiarebas-rom-narkotiki-chemi-iyo