2017-06-22

  • საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ YouTube-თან მუსიკის ლიცენზირებაზე შეთანხმებას მიაღწია

საავტორო უფლებათა ასოციაციამ YouTube-თან მუსიკის ლიცენზირებაზე შეთანხმება გააფორმა,  რაც გულისხმობს, იმას რომ YouTube-ის მიერ ნაწარმოებების განთავსებისთვის ავტორები საავტორო ჰონორარს მიიღებენ და ფინანსურ სარგებელს ნახავენ.

 

„ეს ფაქტი ასევე სტიმულს მისცემს ქართველ ავტორებს მათი ინტელექტუალური შრომის შედეგი მეტი მოცულობით იყოს განთავსებული YouTube-ზე. შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წინ გადადგმულ ნაბიჯს საავტორო უფლებების განვითარების საქმეში, რაც დაეხმარება როგორც ამ სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ასევე საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას“, - განაცხადა საავტორო უფლებათა ასოციაციის თავჯდომარემ.