2018-09-09

  • ფოტოგრაფ ირინა ანდრეევას საავტორო უფლებებს ხელოვნებისა და სამართლის ინსტიტუტი დაიცავს

ფოტოგრაფმა ირინა ანდრეევამ, ახლაგაზრდა მხატვარი საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

 

ანდრეევას განმარტებით, მის მიერ ოკუპაციის თემაზე შექმნილი ფოტო ნამუშევარი, მისი ნებართვის გარეშე, გამოყენებულ იქნა ახალგაზრდა მხატვრის - ელზა ციკოლიას მიერ. 17 წლის მოსწავლემ ანდრეევას ფოტოს შინაარსი უცვლელად გამოიყენა მხატვრულ ტილოზე, რითაც დაარღვია ფოტოგრაფის საავტორო უფლებები. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ფოსტის თანახმად, მხატვრის ნამუშევარი გამოიფინა ავსტრიის გალერეაში წყაროს და იდეის ავტორის მითითების გარეშე. აღნიშნული ინფორმაცია და ტილოს ვიზუალური გამოსახულება ამ წუთამდე აქტიურად ვრცელდება სოციალურ მედიაში იხილეთ აქ

 

ირინა ანდრეევას ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ელზა ციკოლიას ნამუშევარი იხილა, მხატვარი მოძებნა Facebook- ის საშუალებით და მოსთხოვა ნამუშევრის წყაროს მითითება, მაგრამ ცოკოლიამ იგი დაბლოკა და მასთან საუბარი არ ისურვა.   

 

მოგვიანებით, ირინა ანდრეევამ გუგლის საძიებო სისტემაში, ზემოთ აღნიშნულ ფოტო ნამუშევართან დაკავშირებით არაერთი დარღვევა აღმოაჩინა ადგილობრივი პრესის მხრიდანაც. კერძოდ, მისი ნამუშვარი გამოყენებულია რამდენიმე ცნობილი ინტერნეტ გამოცემის: ალია , კვირის პალიტრა , ambebi.ge - ს მიერ, ავტორის ნებართვის და მითითების გარეშე. 

 

საავტორო უფლებების დაცვის მიზნით ირინა ანდრეევამ ხელოვნებისა და სამართლის ინსტიტუტს მიმართა.

 

დავის დარეგულირების მიზნით საკითხს ხელოვნებისა და სამართლის ინსტიტუტი (ALI) შეისწავლის. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ასეთი დარღვევის აღმოფხვრისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.